Home

“სიგმა” არის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდაზე, ბავშვთა, მოზარდთა და ახალგაზრდების განათლების და განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენი მრავალფეროვანი პროექტები ემსახურება ამ მიზნების განხორციელებას.

ჩვენ შესახებ

“სიგმას” საქმიანობის მთავარი იდეაა, უზრუნველყოს შესაძლებლობების ველის გაფართოება რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის.

ჩვენი მრავალფეროვანი და ინოვაციური პროექტები პასუხებია საზოგადოების წინაშე მდგარ საგანმანათლებლო, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანია, ხელი შევუწყოთ ბავშვებს და მოზარდებს განვითარებაში – ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაში მათი სამომავლო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

გსურთ შეიტანოთ თქვენი წვლილი?

დარეგისტრირდით მოზარდებისთვის სტაჟირების შემთავაზებელ ორგანიზაციად

სტაჟირების შეთავაზებით საშუალებას აძლევთ მოზარდს შეიძინოს ახალი ცოდნა, უკეთ გაერკვეს საკუთარ ინტერესებში, განივითაროს სოციალური და სამუშაო უნარები.

მოითხოვეთ მეორადი ნივთების დონაციის ყუთის დადგმა თქვენს საცხოვრებელთან

ჩვენი მეორადი ნივთების დონაციის პროგრამის ყუთები იდგმება საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, წელიწადის ყოველი სეზონის ბოლოს. ყუთს თან ახლავს საინფორმაციო წარწერა. მაცხოვრებლები მასში ათავსებენ გასაცემ ტანსაცმელს და სხვა ნივთებს. 4 დღის შემდეგ ყუთი აიღება, ნივთები კი ხარისხდება და გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

დარეგისტრირდით მოხალისე მასწავლებლად

შეავსეთ მოხალისე მასწავლებლად რეგისტრაციის ფორმა, მიუთითეთ რისი სწავლება შეგიძლიათ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ეს პროგრამა ემსახურება სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. განსაკუთრებით მაღალია ინგლისური ენის და მათემატიკის მასწავლებლების საჭიროება 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის.

რას ამბობენ ჩვენზე

სტაჟირების შეთავაზებით თითოეულ ჩვენგანს გვაქვს შესაძლებლობა, სასიკეთო გავლენა მოვახდინოთ მოზარდების მომავალზე. ამ პროექტში მონაწილეობით ჩვენს კომპანიას ახალი ფუნქცია შევძინეთ – ერთგვარ სკოლად ვაქციეთ მათთვის.

თამარ ცერცვაძე
“მოზარდთა სტაჟირების” პროგრამის შემთავაზებელი სილამაზის სალონის – “Beauty Laboratory”-ის მფლობელი და წამყვანი სტილისტი

უდიდესია თქვენი მოხალისე მასწავლებლის – მარი არაბულის წვლილი ჩემი შვილის წარმატებაში. ძალიან განვიცდიდი, რომ ინგლისურში მომზადებას ვერ ვახერხებდი. მარიმ არამხოლოდ ინგლისურით დააინტერესა მათე, არამედ ზოგადი ცოდნის შეძენაშიც ეხმარება.


ანა ქამუშაძე
მესამეკლასელი მოსწავლის მშობელი, “მოხალისე მასწავლებლის” პროგრამის ბენეფიციარი

მიმდინარე პროექტები

  • სფიდ-დეითინგის ღონისძიებები
    სფიდ-დეითინგი არის გაცნობითი ხასიათის ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოძრაობენ კონვეიერის პრინციპით და ეძლევათ ფიქსირებული დრო (3-დან 10 წუთამდე) ერთმანეთთან გასაუბრებისთვის. ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მონაწილეების სოციალიზაციას და მათ შორის პროდუქტიული ურთიერთობების ფორმირებას, მოსახერხებელია სამეწარმეო ან/და პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად (ე.წ. “ნეთვორქინგი”), მათთვის ინფორმაციის გაცვლაში და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობისთვის; დასაქმების ფორუმებზე; შიდასასკოლო, მოსწავლეთავრცლად “სფიდ-დეითინგის ღონისძიებები”
  • ჰარმონიული განვითარების სკოლა
    “ჰარმონიული განვითარების სკოლა” არაფორმალური განათლების სკოლაა, ემსახურება 8-12 წლის ასაკის ბავშვებს და სთავაზობს მრავალფეროვანი თემატიკის ერთდღიან საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლა არაკომერციულია და მისი მიზანია ბავშვებისთვის ცხოვრებისთვის ყველაზე აუცილებელი იმ ცოდნისა და უნარების მიცემა, რასაც ვერ იღებენ სკოლიდან და გარემოდან. თემატიკა მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ჯანსაღი კვების პროგრამებს; პირველადი დახმარების წესების სწავლებას; იოგას მარტივ გაკვეთილებს აქცენტით სწორადვრცლად “ჰარმონიული განვითარების სკოლა”
  • მოზარდთა სტაჟირების პროგრამა
    პროგრამის მიზანია, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს პროფესიული უნარების შეძენა ახალგაზრდა თაობისთვის, დაეხმაროს მათ სოციალიზაციაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, საკუთარ ინტერესებში უკეთ გარკვევასა და პროფესიული არჩევანის გაცნობიერებულად გაკეთებაში. პროგრამა ემსახურება 13-19 წლის ასაკის ახალგაზრდებს. პროგრამა მუშაობს შემდეგი პრინციპით: აპლიკანტი (სტაჟირების მსურველი) ელექტრონულად ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, სადაც უთითებს, თუ რა ტიპის ორგანიზაციაში სურს სტაჟირების გავლა. ამის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში,ვრცლად “მოზარდთა სტაჟირების პროგრამა”

გახდი ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი

ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტულია სოციალურად დაუცველი 1-6 კლასის მოსწავლეების დახმარება ინგლისური ენის შესწავლაში.
ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ მოხალისე მასწავლებლები.
თუკი მზად ხართ, თქვენს სახლთან ახლოს, კვირაში 2-ჯერ ჩაუტაროთ ინგლისური ენის გაკვეთილი მოსწავლეს, გთხოვთ, გაეცანით სრულ ინფორმაციას პროგრამის შესახებ და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: