ჩვენ შესახებ

ორგანიზაცია “სიგმა” ემსახურება საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოზარდებისათვის, განვითარების და კეთილდღეობის შესაძლებლობის შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციამ შეიმუშავა და მართავს რამდენიმე პროგრამას:

  • მოზარდთა სტაჟირების პროგრამა – 13-19 წლის ახალგაზრდებში სამუშაო უნარჩვევების განვითარების და მომავალში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
  • მოხალისე მასწავლებლების პროგრამა – ბავშვებისთვის სასკოლო პროგრამის დაძლევაში დასახმარებლად. პრიორიტეტულია ინგლისური ენის და მათემატიკის მიმართულებები; ასევე არასასკოლო, სახელოვნებო და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ცოდნის ყუთების პროგრამა – სოციალურად დაუცველ ბავშვებს უზრუნველყოფას მოძრავი შემეცნებითი ყუთებით. ასეთ ყუთში შედის საბავშვო ბიბლიოთეკა, ბინოკლი, მიკროსკოპი და სხვა ამ მიზნისთვის შესაბამისი ნივთები. ყუთი დროებით სარგებლობაში, 2 კვირის ვადით გადაეცემა კონკრეტულ ბავშვს/ოჯახს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი გადადის სხვა ბავშვის სარგებლობაში. ამ კატეგორიაში ძირითადი სამიზნე ჯგუფია სოციალურად დაუცველთა კომპაქტური დასახლებები დიდი ქალაქების გარეუბნებში;
  • მეორადი ნივთების დონაციის პროგრამა – გულისხმობს ტანსაცმლის, ჭურჭლის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვებას, მათ დახარისხებას და მიწოდებას საჭიროების მქონე პირებისთვის. ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები; პროგრამა ამჟამად ხორციელდება თბილისში – ნივთების გროვდება დიდუბის რაიონში და ნაწილდება აფრიკისა და ქვემო ფონიჭალის დასახლებებში.
  • ჰარმონიული განვითარების სკოლა – წარმოადგენს არაფორმალური განათლების სკოლას. სკოლა ახორციელებს მრავალფეროვანი თემატიკის ერთდღიან საგანმანათლებლო პროგრამებს 8-12 წლის ბავშვებისთვის. სკოლა არაკომერციულია და მისი მიზანია ბავშვებისთვის ცხოვრებისთვის ყველაზე აუცილებელი იმ ცოდნისა და უნარების მიცემა, რასაც ვერ იღებენ სკოლიდან და გარემოდან, და რაც ყველაზე აუცილებელია მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.