სფიდ-დეითინგი არის გაცნობითი ხასიათის ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოძრაობენ კონვეიერის პრინციპით და ეძლევათ ფიქსირებული დრო (3-დან 10 წუთამდე) ერთმანეთთან გასაუბრებისთვის. ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მონაწილეების სოციალიზაციას და მათ შორის პროდუქტიული ურთიერთობების ფორმირებას, მოსახერხებელია სამეწარმეო ან/და პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად (ე.წ. “ნეთვორქინგი”), მათთვის ინფორმაციის გაცვლაში და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობისთვის; დასაქმების ფორუმებზე; შიდასასკოლო, მოსწავლეთავრცლად “სფიდ-დეითინგის ღონისძიებები”
Category Archives: Uncategorized
ჰარმონიული განვითარების სკოლა
“ჰარმონიული განვითარების სკოლა” არაფორმალური განათლების სკოლაა, ემსახურება 8-12 წლის ასაკის ბავშვებს და სთავაზობს მრავალფეროვანი თემატიკის ერთდღიან საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლა არაკომერციულია და მისი მიზანია ბავშვებისთვის ცხოვრებისთვის ყველაზე აუცილებელი იმ ცოდნისა და უნარების მიცემა, რასაც ვერ იღებენ სკოლიდან და გარემოდან. თემატიკა მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ჯანსაღი კვების პროგრამებს; პირველადი დახმარების წესების სწავლებას; იოგას მარტივ გაკვეთილებს აქცენტით სწორადვრცლად “ჰარმონიული განვითარების სკოლა”
მოზარდთა სტაჟირების პროგრამა
პროგრამის მიზანია, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს პროფესიული უნარების შეძენა ახალგაზრდა თაობისთვის, დაეხმაროს მათ სოციალიზაციაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, საკუთარ ინტერესებში უკეთ გარკვევასა და პროფესიული არჩევანის გაცნობიერებულად გაკეთებაში. პროგრამა ემსახურება 13-19 წლის ასაკის ახალგაზრდებს. პროგრამა მუშაობს შემდეგი პრინციპით: აპლიკანტი (სტაჟირების მსურველი) ელექტრონულად ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, სადაც უთითებს, თუ რა ტიპის ორგანიზაციაში სურს სტაჟირების გავლა. ამის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში,ვრცლად “მოზარდთა სტაჟირების პროგრამა”
მოხალისე მასწავლებლების პროგრამა
ეს კონკრეტული პროგრამა ემსახურება მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. მეცადინეობის დაწყებიდან ათი დღის ვადაში საჭირო იქნება ბენეფიციარმა (მოსწავლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა) წარმოადგინოს ახალი ცნობა ჯანდაცვის სამინისტროდან სტატუსის შესახებ. პროგრამა ხორციელდება მოხალისეობრივ საწყისებზე – ანაზღაურების გარეშე. ასევე სრულიად უსასყიდლოა ბენეფიციარისთვის. მოხალისე მასწავლებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის კონკრეტული საგნის სწავლების კომპეტენცია, აკადემიური ხარისხის/დიპლომისვრცლად “მოხალისე მასწავლებლების პროგრამა”
მეორადი ნივთების დონაციის პროგრამა
ყოველი სეზონის ბოლოს, როცა ტანსაცმელი იცვლება, ჩვენ ვათავსებთ დონაციის ყუთებს საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში. ყუთს თან ახლავს საინფორმაციო წარწერა. მაცხოვრებლები მასში ათავსებენ გასაცემ ტანსაცმელს და სხვა ნივთებს: თეთრეულს, ჭურჭელს, სათამაშოებს, წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. 4 დღის შემდეგ ყუთი აიღება, ნივთები კი ხარისხდება და გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. თუ გსურთ, დაგვეხმაროთ დონაციის პროგრამის განხორციელებაში – გახდეთ ჩვენი მოხალისევრცლად “მეორადი ნივთების დონაციის პროგრამა”
ცოდნის ყუთის პროგრამა
ეს პროგრამა ხორციელდება მიზნობრივად, მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ემსახურება 3-12 წლის ასაკის ბავშვებს.ამ ეტაპზე პროგრამა გეოგრაფიულად ფარავს მხოლოდ თბილისს. ყუთი ორი კვირის ვადით გადაეცემა კონკრეტულ ბავშვს/ოჯახს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი გადადის სხვა ბავშვის სარგებლობაში. ამ კატეგორიაში ძირითადი სამიზნე ჯგუფია სოციალურად დაუცველთა კომპაქტური დასახლებები დიდი ქალაქების გარეუბნებში. “ცოდნის ყუთში” მოთავსებულია: მცირე საბავშვო ბიბლიოთეკა 5 ილუსტრირებულივრცლად “ცოდნის ყუთის პროგრამა”