ჩვენი გუნდი

გვანცა ზარიძე

დამფუძნებელი, პროექტების მენეჯერი

გვანცა წლების განმავლობაში მუშაობდა ტურიზმის და დასვენების სექტორში.

საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მუდმივმა ცვლამ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი აზიის ქვეყნებში, საშუალება მისცა გასცნობოდა ადამიანების ცხოვრებას და პრობლემებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე გლობალურად.

ამ პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრის გზების ძიებისას დაიბადა იდეები, რომლებიც შემდგომ პროექტებად იქცა და რამდენიმე წელი ხორციელდებოდა ადამიანების მცირე ჯგუფის ძალისხმევით. საბოლოოდ ეს პროექტები გაერთიანდა ორგანიზაცია “სიგმად”.

ნინო შაროვი

კოორდინატორი

ნინო განათლებით იურისტია, აქვს სასკოლო ასაკის ბავშვებთან მუშაობის და ინგლისური ენის სწავლების ათწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში მაღალმთიან რეგიონში მოხალისე მასწავლებლად მუშაობით არაერთ სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეს დაეხმარა ინგლისური ენის და ზოგადი განათლების საგნების წარმატებით ათვისებაში.

მარიამ ბაკურაძე

სოციალური პროექტების განვითარების კონსულტანტი

მარიამი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფართო პროფილის მენეჯერია. მუშაობდა ტურიზმისა და მედიცინის სფეროებში საქართველოში, ყატარში, ჩინეთსა და ალბანეთში. სხვადასხვა დროს მართავდა მექსიკის, კოლუმბიის, ინდოეთის, ფილიპინების, ტაილანდის, სამხრეთი აფრიკის, აშშ-ს კლინიკებს.

ჩვენს ორგანიზაციას მარიამი კონსულტაციას უწევს საგანმანათლებლო პროექტებსა და მოზარდთა პროფორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

თამარ ცერცვაძე

კონსულტანტი სახელობო განათლების საკითხებში

თამარს აქვს სტილისტად მუშაობის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება. მუშაობდა თმის მოვლის წამყვან ტრენერად, უძღვებოდა სემინარებს. ამჟამად ფარმაცევტული კომპანია PSP-ს თმის მოვლის ექსპერტია.


გსურთ შეიტყოთ ჩვენი პროექტების შესახებ?